აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე მისულ პირს დენმა დაარტყა - Palitra News

აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე მისულ პირს დენმა დაარტყა

2020-06-03 15:03:58+04:00

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანიასას მამაკაცს გულის გაჩერება აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროისთვის დაშავებულს გულის მუშაობა აღუდგინეს და ის მართვით სუნთქვაზეა.

სადგურზე აფეთქება 1 ივნისს მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.