ოქტომბრის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ, უბნებზე სავალდებულო იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა - Palitra News

ოქტომბრის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ, უბნებზე სავალდებულო იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა

2020-06-02 14:18:05+04:00

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.

როგორც "პალიტრანიუსს" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაივლის უშუალოდ საარჩევნო კამპანიას და მის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც.