მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, ნიშნავს რომ საპროცენტო განავეთი იპოთეკურ სესხებზე ლარში 7%-მდე შემცირედება. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ამბობს ეს ისტორიული მინიმუმი იქნება. მისივე თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.