აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ივნისის ბოლოს აშშ-ში “დიდი შვიდეულის” სამიტის ჩატარება ქვეყნების გახსნისა და ჩვეულ რიტმში დაბრუნების ყველაზე დიდი მაგალითი იქნება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკინენმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „დიდი შვიდიანის“ აქ ჩატარება ქვეყნების გახსნის ყველაზე დიდი მაგალითი იქნება. ჩვენ გვსურს ეს მოხდეს და ვფიქრობ, ასეც იქნება,“- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, G7-ის შემადგენლობაში შემდეგი ქვეყნები შედიან : აშშ, იტალია, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.