კომპანიის ByteDance-ს და მისი ჩინური ვერსიის კუთვნილმა აპლიკაციამ TikTok-მა აპრილში მობილური ტელეფონით გადმოწერისას მიღებული შემოსავლის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Sensor Tower-ი ავრცელებს.
ჩინური კომპანიის პოპულარობა მოკლე ვიდეოებით, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა, აწუხებს ამერიკულ IT გიგანტებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სერვისის აუდიტორია 125% -ზე მეტით გაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიით, Google-ის მფლობელობაში შემავალი YouTube უკვე ამუშავებ მსგავს აპლიკაციას.
ერთი თვის განმავლობაშიTikTok-ის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და 78 მილიონ დოლარს მიაღწია, ეს კი უფრო მეტია, ვიდრე YouTube-ს, Tinder-ის და Netflix-ის ფასიანი ხელმომწერებისგან მიღებული შემოსავალი.