ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებამ "ოცნებას" ამომრჩევლები დააკარგინოს - Palitra News

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებამ "ოცნებას" ამომრჩევლები დააკარგინოს

2020-05-22 09:02:35+04:00

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწტყალებამ "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა დააკარგინოს. ამის შესახებ კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველი მხარს დაუჭერს "არა ქურდებს და ყაჩაღებს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ქართულ პოლიტიკაში".

რაც შეეხება კობახიძის მიერ თავის დროზე გაკეთებულ განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრიფინგიდან შეიტყო, კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები მის გარეშე გამართულიყო.