საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოლიმპიადის გამართვა 2021-ში ბოლო ვარიანტია და აღარ გადაიდება - Palitra News

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოლიმპიადის გამართვა 2021-ში ბოლო ვარიანტია და აღარ გადაიდება

2020-05-21 17:07:41+04:00

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, ტომას ბახი აცხადებს, რომ 2021 წელს ოლიმპიური თამაშების ტოკიოში გამართვა უკანასკნელი ვარიანტია და არ გადაიდება.

„მესმის იაპონიის პოზიცია, მუდმივად ხომ ვერ დაასაქმებ 3000 ან 5000 ადამიანს საორგანიზაციო კომიტეტში, ყოველ წელს ხომ ვერ შეცვლი მთელი მსოფლიო სპორტის განრიგს, მუდმივად ვერ ჩააყენებ სპორტსმენებს გაუგებრობაში. არავინ იცის რა იქნება მომავალ ორ თვეში ან ერთ წელში“, - აღნიშნა ბახმა. ცნობისთვის, 2020 წელს დაგეგმილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი ზაფხულისთვის გადაიდო.