მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ - Palitra News

მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ

2020-05-21 11:52:33+04:00

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.