ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა - Palitra News

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

2020-05-19 09:07:41+04:00

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "პალიტრანიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოფელ მუშევანიდან კლინიკაში იყო გადაყვანილი და კოვიდ-19 ლაბორატორიული კვლევის შედეგად იქ დაუდასტურდა.

გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში 145 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. აქედან 130 არის მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 151 დადასტურებული ფაქტია, მათგან 3 გარდაიცვალა, 66 კი გამოჯანმრთელდა.