ირანის უზენაესი ლიდერი - ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ - Palitra News

ირანის უზენაესი ლიდერი - ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ

2020-05-18 10:13:40+04:00

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ. ხამენეის თქმით, ამერიკელთა ქმედებებმა ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მათ მიმართ სიძულვილი გამოიწვია.

"ამერიკელები არ დარჩებიან ერაყსა და სირიაში, არამედ ისინი იქიდან აუცილებლად განიდევნებიან", - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანელი სამხედრო მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თეირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.