შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განახლებას ეტაპობრივად იწყებს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განახლებას ეტაპობრივად იწყებს

2020-05-16 12:53:36+04:00

სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან, ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.