თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა - Palitra News

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა

2020-05-15 13:07:50+04:00

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე იყო, ხოლო ანდრია ბასილაია ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაიკავებს ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას.