რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 96 ადამიანი - Palitra News

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 96 ადამიანი

2020-05-13 15:20:05+04:00

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 242 271-ს მიაღწია.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვირუსით 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2212-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით,

ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 48003 პაციენტი.