დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს სოფლის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. როგორც ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ მთელი რიგი არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რის გამოც სოფლის მხარდაჭერის გეგმა ეფექტური ვერ იქნება.
ნაცვლიშვილმა კონკრეტული შენიშვნები ჩამოთვალა და მთავრობას მათი გათვალისწინება ურჩია.