კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო მოკვეთილი ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო - ლალი ტურძელაძე - Palitra News

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო მოკვეთილი ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო - ლალი ტურძელაძე

2020-05-01 20:26:03+04:00

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშვიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.