ჯანმო - მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ - Palitra News

ჯანმო - მსოფლიოში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ

2020-05-01 10:32:17+04:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 პოტენციური ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის უკვე დამტკიცებულია, მათგან ოთხზე - ჩინეთში, ერთზე - დიდ ბრიტანეთში, ერთზე - აშშ-ში, ერთზე კი - აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში ერთობლივად მუშაობენ.

ცნობისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა „ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა“ 16 მარტს დაიწყო.