მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი" ავრცელებს.
ამასთან, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 233 000-ია. დაინფიციებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155 737-ია.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 24 543 ადამიანი.