რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 099 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 101 ადამიანი - Palitra News

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 099 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 101 ადამიანი

2020-04-30 16:48:52+04:00

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანაში დაავადების კიდევ 7 099 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 106 498-ს მიაღწია.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე 101 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვა საერთო ჯამში 1 073-ს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 11 600-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 93 806-ია.