A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით დახმარების მისაღებად შემდგომი პროცედურების შესახებ მოქალაქეები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ რომელთა გაგზავნასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს. დამატებით ინფორმაციას კი ფინანსთა სამინისტრო გაავრცელებს.