სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, 7 საეჭვო შემთხვევიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პირს არ გამოვლენია.
შეგახსენებთ, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ვინაიდან, ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ეს სისტემური გადამოწმებაა.
არსებული ინფორმაციით, ტესტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს. შვიდ საეჭვო შემთხვევაზე ანალიზი ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი.