ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმალური დისციპლინით, ქვეყანა შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას უფრო სწრაფად დაუბრუნდეს.
"კითხვა, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და უამრავი ადამიანის გარდაცვალება, კიდევ დიდხანს იქნება მთავარი საკითხი გერმანული და ევროპული პოლიტიკისთვის", - აღნიშნა მერკელმა. მისი თქმით, ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ფინალურ ეტაპზე არ დგას.
"ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ," - აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა, სადაც კორონავირუსის 150 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს კი 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.