გადაუდებელი დახმარების ცენტში უარყოფენ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - Palitra News

გადაუდებელი დახმარების ცენტში უარყოფენ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

2020-04-23 11:25:37+04:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტში უარყოფენ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიმართლეს არ შეესაბამება", – აცხადებს გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე. მისი თქმით, მეორე დღეა მთლიანად სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება დაიწყო, ვინაიდან ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ეს არის სისტემური გადამოწმება.

როგორც ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ამ დროისთვის ტესტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს, თუმცა ვირუსი ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ დადასტურებია.