დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ექიმების მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, დაფიქრებისკენ მოუწოდებს. დეკანოზი საზოგადოების ნაწილის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ განკიცხვაც არანაკლებ დამაზიანებელია. „აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.