სააკაშვილი არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ის კლოუნადათია დაკავებული - ირაკლი სესიაშვილი - Palitra News

სააკაშვილი არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ის კლოუნადათია დაკავებული - ირაკლი სესიაშვილი

2020-04-20 16:43:33+04:00

მიხეილ სააკაშვილი რომ არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი მზადაა აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელით სააკაშვილის მოქმედება მისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის იმიჯისშემლახავია. მისივე შეფასებით, ამ რთულ ვითარებაში გარკვეული ოპოზიციური ძალები გადასული არიან პოპულიზმსა და პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც სესიაშვილის შეფასებით, მავნებლობაში გამოიხატება.