ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთების ვალდებულება სასულიერო პირებზე არ ვრცელდება.
"ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას", - განუცხადა მეუფემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, მოძღვრებისგან განსხვავებით, მთავრობის აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა, ემორჩილებიან ის ადამიანები, რომლებიც სამღვდელოებას ემსახურებიან და შესაბამისად, პირბადესაც იკეთებენ.