საქართველოში ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორისაა როგორც საავადმყოფოებში მომუშავე, ისე სასწრაფო დახმარების ექიმები. რამდენი მათგანის შემთხვევაში უკავშირდება ინფიცირება პაციენტებთან კონტაქტებსა და პროფესიულ საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ წესების დაცვით მოქმედება დაავადების გავრცელების ერთადერთი პრევენციული საშუალებაა.
ინფორმაციისთვის, ექიმების ინფიცირების შემთხვევები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ფიქსირდება.