თბილისის მედიცინის ინსტიტუტი, კლინიკა "თიმი" კატეგორიულად უარყოფს სასულიერო პირის, გიორგი პაპავას განცხადებას, რომ კორონავირუსით კლინიკაში დაინფიცირდა.
როგორც "პალიტრანიუსს" საავადმყოფოს ერთ-ერთმა დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ განუცხადა, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვრისგან ვირუსი მათივე თანამშრომელ ექთანს გადაედო, რომელიც რომელიც სასულიერი პირის დაა.
კაჭახიძის განმარტებით, ინფორმაციას არ ფლობს, საიდან დაინფიცირდა მოძღვარი, თუმცა ჩატარდა შესაბამისი კვლევა და დადგინდა, რომ თავდაპირველად მოძღვრის დაინფიცირება მოხდა, შემდეგ კი მისი დის.
გარდა ამისა, კლინიკა "თიმის" დირექტორი აცხადებს, კვლევის შედეგების შესახებ თავად სასულიერო პირმაც იცის, ამიტომ მისი ვარაუდი, რომ კლინიკაში დაინფიცირდა, კაჭახიძისთვის გაუგებარია.