მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება - Palitra News

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება

2020-04-14 17:28:09+04:00

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. პრემიერის თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.