რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 11-ს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ ინფიცირებულს მართვითი სუთქვა არ სჭირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად ვირუსის ნიშნებით 59 პაციენტი მკურნალობს.