სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 29-ით გაიზარდა და მთლიანობაში 966 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთი რაოდენობამ 13-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსისგან 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა.