მთავრობის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
საგანგებო მდგომარეობის დროს შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა - თათია გვარამაძე, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა - მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მენჯერმა - მარიამ თუთბერიძემ.