გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე - გიორგი გახარია - Palitra News

გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე - გიორგი გახარია

2020-04-09 13:50:48+04:00

ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის როგორც უდიდესი ტრაგედია, ასევე უდიდესი იმედი.