საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

2020-04-07 18:04:20+04:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო. ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.