საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა - ADB - Palitra News

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა - ADB

2020-04-06 08:00:00+04:00

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშშია ნათქვამი.

აზიის განვითარების ბანკის „პროგნოზი 2020 -ის“ ვარაუდით, კოვიდ-19-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა.

ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს. საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.