"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი იქნება კრიზისი მხოლოდ ადგილობრივი სახსრებით დაიძლიოს - Palitra News

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი იქნება კრიზისი მხოლოდ ადგილობრივი სახსრებით დაიძლიოს

2020-04-03 13:26:05+04:00

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ფინანსური დახმარების გარეშე, საქართველო იმ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის შემდეგ დადგება.მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა სთხოვა.

მან ამასთანავე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები გამოეხმაურებიან ოპოზიციის მოწოდებას და მთავრობის მცდელობებს და საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფენ.