აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 511 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 511 ადამიანი დაიღუპა

2020-04-03 09:10:28+04:00

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცლილთა საერთო რაოდენობა 5 648-ს, შტატებში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 236 339-ს შეადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ბოლო დღე-რამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 19,617 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 511 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ უაიომინგი აშშ-ის ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსისგან დაღუპვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ნიუ-იორკია. ქალაქში კორონავირუსს 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.