საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 13-ით მოიმატა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 13-ით მოიმატა

2020-04-02 10:03:58+04:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 26-ს შეადგენს.

ინფორმაცია უკვე განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე.