პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება დაავალა - Palitra News

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება დაავალა

2020-03-28 19:44:20+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მთავრობის მიერ დადგენილი აკრძალვების ზედმიწევნით შესრულებისა და სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვის აუცილებლობას ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.

გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყონ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენონ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.