ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 552 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 552 ადამიანი გარდაიცვალა

2020-03-28 17:09:25+04:00

ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 522 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 5 690 შეადგინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში ვირუსით 6 529 ადამიანი დაიფიცირდა, რის შედეგადაც ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 72 000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება