მსო - კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს - Palitra News

მსო - კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს

2020-03-27 08:33:26+04:00

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა და სამუშაო ადგილების შემცირება უფრო უარესი იქნება, ვიდრე ეს 2008 წლის რეცესიის დროს იყო.

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს კონკრეტული პროგნოზები, მაგრამ ორგანიზაციის ეკონომისტები "ვაჭრობის მოცულობის ძალიან მკვეთრ შემცირებას მოელიან".

სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქვეყნებს მოუწოდა, რომ ერთად იმუშაონ, რათა შეზღუდონ პანდემიისგან ეკონომიკური ზარალი და საფუძველი ჩაუყარონ ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას.