10:08
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
14 ნომინაციაზე წარდგენილი "ტიტანიკი", რომელმაც 11 პრემია დაიმსახურა
17-06-2021

„ტიტანიკის“ პირველი ოფიციალური ჩვენება 1997 წლის 1 ნოემბერს მოეწყო ტოკიოს საერთაშორისო ფესტივალზე, დეკემბრის თვეში კი, ფილმის ამერიკული პრემიერა შედგა და რამდენიმე დღეში გაქირავებაში ჩაეშვა. პირველსავე უქმეებზე ჯეიმს კამერონის დრამამ 28 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა და 15 კვირით შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია. ამბობენ, თითქოს კინოთეატრის მფლობელებს ფირის კოჭების გამოცვლაც კი მოუხდათ, რადგან ძველმა ინტენსიურ ექსპლოატაციას ვერ გაუძლო. მსოფლიო გაქირავებაში ფილმის საერთო შემოსავალმა 2, 185 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აბსოლუტურ რეკორდად იქცა და მთელი 12 წელი შენარჩუნდა, სანამ ისევ კამერონმა არ დაძლია თავისი „ავატარით“.

კინოაკადემიის 14 ნომინაციაზე წარდგენილმა „ტიტანიკმა“ 11 პრემია დაიმსახურა და არა მხოლოდ მთავარ, არამედ მეტად სპეციფიურ - საუკეთესო დეკორაციების, კოსტიუმებისა და ვიზუალური ეფექტების კატეგორიაშიც გაიმარჯვა. თუმცა წარმატება საკმაოდ ძვირი დაუჯდათ ფილმის პროდიუსერებს, რადგან ფილმის საბოლოო ბიუჯეტმა 200 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ნამდვილი „ტიტანიკის“ მშენებლობა 1910-1912 წლებში კომპანია White Star Line-ს 7,5 მილიონი დოლარი ანუ თანამედროვე კურსით მხოლოდ 150 მილიონი დაუჯდა.

AutoPlay
Pretty Woman - ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია
29-07-2021
"ზოდიაქო" - ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი არა უბრალოდ შეშლილი მანიაკი, არამედ შიფრისა და კრიპტოგრამის გენიოსია
22-07-2021
"ლა-ლა ლენდი" - ფილმი, რომელიც პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად იქცა
15-07-2021
"იდეალური უცნობები" - ფილმი, რომელმაც მაყურებლის სიმპათიასთან ერთად იტალიური კინოაკადემიის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
07-07-2021
"მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში" - ფილმი, რომელმაც თავისი დაძაბული სიუჟეტითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით მაყურებლის სიყვარული გამოსვლისთანავე დაიმსახურა
01-07-2021
"გადარჩენილი" - ფილმი, რომელიც 2015 წლის ჰიტად იქცა
24-06-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები