07:15
24 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14-01-2021

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
„თავისუფლება ნავალნის!“ - აქციები რუსეთის მასშტაბით და ასობით დაკავებული დემონსტრანტი
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გიგი უგულავა - შეუძლიათ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
შსს-ს ინფორმაციით, გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები