როცა ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე - პაატა იმნაძე - Palitra News

როცა ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე - პაატა იმნაძე

2020-03-26 16:47:35+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი მას შემდეგ დასახელდება, რაც ქვეყანაში მასობრივი შიდა გავრცელება დაიწყება.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში დაავადების გავრცელების ზრდას უნდა ველოდოთ.