აშშ-ის სენატმა და თეთრმა სახლმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ქალბატონები და ბატონებო, ჩვენ შევთანმხმდით. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია. ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა ორპარტიულ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია",- განაცხადა სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა, მიტჩ მაკკონელმა.
ცნობისთვის, ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი თავდაპირველად სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა.