რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ - Palitra News

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ

2020-03-25 15:38:31+04:00

მარნეულიდან გადაყვანილი ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნაწილის შესახებ ტესტების პასუხებს ელოდებიან. როგორც მან აღნიშნა კლინიკაში ამ დროისთვის 46 პაციენტია მოთავსებული.

ამასთან, როგორც გოფაძე ამბობს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.