ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევენბის შედეგად აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა.