ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი - Palitra News

ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება - ჯანდაცვის მინისტრი

2020-03-23 13:24:56+04:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც მინისტრმა მოსახლების მხრიდან კონკრეტული მედიკამენტების პანიკური შეძენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უკვე აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.