ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი - მარინა ეზუგბაია - Palitra News

ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი - მარინა ეზუგბაია

2020-03-21 11:19:56+04:00

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ შორის ერთი 80 წელს გადაცილებული პირია, ხოლო ორს მძიმე პნევმონია აღენიშნება.