ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება - ირაკლი ჩიქოვანი - Palitra News

ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რომ ფასების ზრდა არ იქნება - ირაკლი ჩიქოვანი

2020-03-19 13:38:55+04:00

ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით.

ამასთან, როგორც ჩიქოვანი ამბობს, პროდუქტების რიცხვი, რომლებზეც ფასები არ უნდა გაიზარდოს 7-ის ნაცვლად 9 იქნება და ეს მექანიზმები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით პრაქტიკულად შეათანხმა