კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს - ამირან გამყრელიძე - Palitra News

კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს - ამირან გამყრელიძე

2020-03-19 13:31:05+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ყველა პაციენტის კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.